10 класс

I-ლი სემესტრის საგნობრივი ანგარიში (2014-2015 ს.წ.)
              მე-10 კლასში  I-ლი სემესტრის ბოლოს იყო მიღწეული შედეგები ეროვნული სტანტარტის მიხედვით:
    ქიმ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია  მეტალთა და არამეტალთა თვისებების კვლევა.       
    ქიმ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია  მეტალთა აქტიურობის მწკრივის გამოყენება.       
    ქიმ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე  დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების  ქიმიის თვალსაზრისით  შეფასება.           
   ქიმ.IX.8.მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს ქიმიური რეაქციების როლი   ახალი  მასალების წარმოებასა   და ენერგიის მიღებაში.                
   ქიმ.X.5. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ატომის აღნაგობა.
   ქიმ.X.6.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ელემენტის  ატომის  აღნაგობა  მის ადგილმდებარეობასთან პერიოდულ სისტემაში.
 პროგრამის შინაარსი
თანამედროვე წარმოდგენა ატომის აღნაგობაზე. ატომბირთვის შედგენილობა, იზოტოპის ცნება.
ელექტრონული კონფიგურაცია. s-, p- და d- ელემენტები.
პერიოდული სისტემის ჯგუფები და პერიოდები (ატომთა ელექტრონული აღნაგობის მიხედვით). ელექტროუარყოფითობა.
ქიმიური ელემენტები: მეტალები და არამეტალები; წარმოდგენა შენადნობზე; მეტალთა და არამეტალთა ოქსიდები.
მარილები. რით განსხვავდება მარილები ერთმანეთისგან. მჟავა წვიმები, მათი გამომწვევი მიზეზები და თავიდან აცილების გზები.
მეტალების ურთიერთქმედება წყალთან, მჟავებთან
ჩანაცვლების რეაქციები.
მეტალთა კარბონატების ურთიერთქმედება მჟავებთან; მეტალთა აქტიურობის მწკრივი; მეტალთა ოქსიდების ურთიერთქმედება მჟავებთან.
წარმოდგენა ორგანულ ენერგორესურსებზე, აირადი, თხევადი, მყარი სათბობი; საწვავის წვის პროდუქტები.
ქიმიური რეაქცია _ ენერგიის წყარო: ეგზოთერმული და ენდოთერმული რეაქციები;
ქიმიური რეაქცია _ ახალი ნივთიერებების მიღების საშუალება.

•           მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები  და დაწერეს თემები:
Нетрадиционные виды энергии.
Коррозия.
Металлы
•           აგრეთვე მოამზადეს პრეზენტაცია პლაკატის სახით     



















·         და ჩატარებული იყო ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე-მეტალები ჩვენს ორგანიზმში      

Комментариев нет:

Отправить комментарий